RSM Georgia
ენები

ენები

გაიცანით პაატა

პაატა ჩუბინიძე RSM საქართველოს გუნდს შეუერთდა 2012 წელს. 2018 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დეპარტამენტს და იკავებს აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესების მართვასთან ერთად, პაატას საქმიანობის სფეროში შედის  კომპანიაში დანერგილი ხარისხის კონტროლის  პოლიტიკის შენარჩუნება და განხორციელება RSM-ის საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად.

პაატა არის საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) წევრი 2009 წლიდან.

2019 წლის მარტიდან პაატა სერტიფიცირებული აუდიტორია და დარეგისტრირებულია  აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში ბუღალტერული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საზედამხედველო სამსახურის მიერ.

განათლება:

2017 წელს, საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მიერ პაატას მიენიჭა პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატი მას შემდეგ რაც დაასრულა ACCA-ის ადაპტირებული სასერთიფიკატო პროგრამა.