RSM Georgia
ენები

ენები

გაიცანით ლაშა

ლაშა მელითაურს ERP გადაწყვეტილებების გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში სამწლიანი გამოცდილება აქვს. ლაშა არესემ საქართველო სოლუშენსის გუნდს შემოუერთდა 2017 წლიდან როგორც ბიზნეს კონსულტანტი, ხოლო მისი ინტერესებისა და გამორჩეული უნარ-ჩვევების საფუძველზე შემდგომ მისი განვითარება მოხდა ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდის წარმატებულ ხელმძღვანელობასთან ერთად ლაშა უძღვება ორგანიზაციის განვითარების საკითხებს. კომპანიის მენეჯმენტთან ერთად მუშაობს გარე და შიდა სტრატეგიის განვითარებაზე და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს გრძელვადიან მიზნებზე.

კვალიფიკაცია:

ლაშას ბაკალავრის განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულებით, ხოლო მაგისტრატურა - ბიზნეს-ტექნოლოგიების უნივერისტეტში მენეჯმენტის, ფინანსებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. სამაგისტრო ნაშრომი „ERP-ის როლი და მნიშვნელობა საქართველოსთვის“.

2018 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გავლილი აქვს European Bank of Reconstruction and Development-ის ტრენინგები თემაზე - Change Management.