RSM Georgia
ენები

ენები

გაიცანით გიორგი თაბუაშვილი

გიორგი თაბუაშვილი არის გამოცდილი მენეჯერი 20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით სამთავრობო სტრუქტურებში, კერძო კომპანიებში და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში. გიორგი RSM საქართველოს შემოუერთდა 2019 წელს როგორც პარტნიორი საგადასახადო და სამთავრობო რეგულაციების მიმართულებით, ხოლო მანამდე 2012 წლიდან ის იკავებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, ხოლო 2014 წლიდან შემოსავლების სამსახურის უფროსის პოზიციებს.

გიორგი თაბუაშვილს 2002 წელს მინიჭებული აქვს ილინოის უნივერსიტეტის (აშშ) ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ეკონომიკური განვითარების და საჯარო ფინანსების მიმართულებით, ხოლო 1996 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მაკროეკონომიკაში და სამართალმცოდნეობაში. 2010 წელს მას ასევე მიღებული აქვს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (აშშ) პროექტების მართვის მაგისტრის სერთიფიკატი.

სამუშაო კარიერის განმავლობაში გიორგის უშუალო ხელმძღვანელობით წარმატებით განახორციელდა არა ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, საჯარო და კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სფეროში. 2007 - 2012 წლებში სხვადასხვა დროს, გიორგი მუშაობდა ფინანსურ დირექტორად საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში (GOGC), მარაბდა-კარწახის რკინიგზაში (Baku-Tbilisi-Kars Railway) და ფარმაცევტულ კომპანია ფაიზერში (Pfizer Luxembourg SARL). გარდა ამისა, მას გააჩნია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და განვითარების პარტნიორების (WB, USAID, EU, DFID, UNDP) პროექტებში მუშაობის დიდი გამოცდილება.