RSM Georgia
ენები

ენები

გიორგი კვინიკაძე
გენერალური დირექტორი/მმართველი პარტნიორი

სერვისები : აუდიტორული მომსახურებები, აუდიტი, გლობალური და სააქციო საზოგადოებების აუდიტი, სხვა მარწმუნებელი სერვისები, ფინანსური ანგარიშგების სერვისები (IFRS), გადასახადები, კორპორაციული გადასახადები, საერთაშორისო გადასახადების დაგეგმარება, კერძო პირების და ოჯახის საკუთრების მართვა, საგადასახადო დავები, ტრანსფერ პრაისინგი, საკონსულტაციო მომსახურება, ბიზნესის განვითარების სტრატეგიები, ERP კონსალტინგი, დანერგვა და მხარდაჭერა, დანერგვა, დეველოპმენტი, ტრენინგები, IT სერვისები, მხარდაჭერა, ლოკალიზაცია, SAP Business One, იურიდიული მომსახურება, რესტრუქტურიზაციის სერვისები, ტრანზაქციებთან დაკავშირებული სერვისი, შეფასება, რისკების მართვა, შიდა აუდიტი, IT რისკების მართვა და კონსულტაცია, აუთსორსინგი, ტრანზაქციებთან დაკავშირებული სერვისები
სექტორები :
გაიცანით გიორგი

2008 წ. გიორგი კვინიკაძემ დააფუძნა აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო კომპანია „კაპტო ჯგუფი“. 2011 წლიდან „კაპტო ჯგუფი” გახდა გლობალური ქსელური კომპანია “RSM International”-ის დამოუკიდებელი წევრი და 2015 წლის გლობალური რებრენდინგის შემდეგ მოღვაწეობს “RSM საქართველოს” ბრენდის ქვეშ. კომპანიის დაარსების დრიდან გიორგი გახლავთ კომპანიის გენერალური დირექტორი და მმართველი პარტნიორი

გიორგი კვინიკაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ფინანსებსა და საბანკო საქმეში, მოგვიანებით კი მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობის განხრით. ამასთანავე, გიორგი კვინიკაძე მონაწილეობას იღებდა ევროპის სხვადასხვა ბანკების გაცვლით პროგრამებში.

გიორგის პროფესიული გამოცდილება ფინანსურ სერვისებში  25 წელზე მეტს მოიცავს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან დაიწყო საბანკო კარიერა სს „თბილკრედიტბანკში“, მოგვიანებით სს ბანკ „რიონში“ გადავიდა, შემდეგ კი შეუერთდა სს „თბილკომბანკის“ გუნდს. 2000 წლიდან 2005 წლამდე ფინანსური დირექტორის პოზიციას იკავებდა ვისოლ ჯფუფში, რომელიც წარმოადგენს გაზისა და ნავთობპროდუქტების წამყვან მიმწოდებელს საქართველოში. შემდეგ, გიორგი კვინიკაძე უძღვებოდა საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო კომპანიას  და მის ფინანსურ დეპარტამენტს.

ბ-ნ გიორგის აქვს ფართო და მრავალმხრივი გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიებში, იგი იყო ბევრი პროექტის ინიციატორი და თანამშრომლობდა ისეთ საფინანსო ინსტიტუტებთან, როგორიცაა EBRD და IFC.