RSM Georgia
ენები

ენები

გაიცანით ბექა

ბექა მარუაშვილი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია საგადასახადო სფეროში. მას საგადასახადო აუდიტისა და კონსულტაციის სფეროში მუშაობის 11 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. არესემ საქართველოში მუშაობის დაწყებამდე იგი წლების განმავლობაში საგადასახადო აუდიტორად მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. ბექა  არესემ საქართველოს გუნდს შეუერთდა 2010 წლიდან, ხოლო 2016 წლიდან არესემ საქართველოს გრძელვადიანი საგადასახადო კონსულტაციების მიმართულებას უძღვება.

ბექა მარუაშვილმა წარმატებით გაიარა ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელ პირთა შესარჩევი ტესტირება და მოიპოვა ალტერნატიული აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება და II კატეგორია.

ბექას მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ლექციათა კურსის მომზადებასა და გაძღოლაში საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. მას აქვს ფართო და მრავალმხრივი გამოცდილება სხვადასხვა ბიზნეს სფეროში, მათ შორის: სადისტრიბუციო, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორებში.

წევრობა ასოციაციაში:

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის წევრი. 

კვალიფიკაცია:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული სერტიფიკატი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კურსის გავლის შესახებ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული სერტიფიკატი საგადასახადო აუდიტის კურსის გავლის შესახებ.