RSM Georgia
ენები

ენები

RSM-ის მსოფლიო დღის ღონისძიებაზე „კაპტო ჯგუფის“ სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

RSM -ის წევრმა კომპანიამ “კაპტო ჯგუფმა” 12 სექტემბერი, RSM ის მსოფლიო დღე თანამშრომლებთან ერთად განსაკუთრებულად აღნიშნა და მათთვის და მათი ოჯახებისთვის მოაწყო კორპორაციული ღონისძიება ბოულინგ ცენტრში. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული სტუდენტები. ღონისძიება RSM-ის სიახლეების და სტრატეგიის გაცნობით დაიწყო. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო “კაპტო ჯგუფის” სასტიპენდიო კონკურსის სტუდენტების დაჯილდოება “საუკეთესო ბიზნეს პროექტისთვის”. კონკურსი გაგრძელდა 1 წლის განმავლობაში და მოიცავდა 3 ეტაპს.  საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მესამე კურსის ბიზნესის, ეკონომიკისა და იურიდული მიმართულებების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა კონკურსში. მათგან 3 საუკეთესო სტუდენტს გადაეცა სახელობითი სტიპენდიები 1 წლის განმავლობაში, ხოლო მესამე ტურში გასულ რამდენიმე სტუდენტს გადაეცა წამახალისებელი ფულადი ჯილდო.

გამარჯვებული სტუდენტები  წარადგინეს „კაპტო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვინიკაძემ და მმართველმა პარტნიორმა გელა მღებრიშვილმა. გამარჯვებულებს სიგელები გადასცეს კომპეტენტურმა ჟიურის წევრებმა „თავისუფალი უნივერსიტეტიდან“: გიორგი თურქიამ, დავით მარკოზაშვილმა და კაკო თავაძემ.

გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები:

I ადგილი: 200 ლარიანი სტიპენდია 1 წლის განმავლობაში გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს  ირაკლი ბარბაქაძეს.

II ადგილი: 150 ლარიანი სტიპენდია 1 წლის განმავლობაში გადაეცა „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტს დავით ნინიკელაშვილს.

III ადგილი: 100 ლარიანი სტიპენდია 1 წლის განმავლობაში გადაეცა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტს ეკა ცისკარაულს.

„კაპტო ჯგუფის“ სასტიპენდიო  კონკურსის დანარჩენ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები და ერთჯერადი წამახალისებელი  პრიზები ფულადი თანხის სახით.

100 ლარით დაჯილდოვდნენ: თინათინ ლაბარტყავა (თავისუფალი უნივერსიტეტი), სალომე კაპანაძე (თავართქილაძის უნივერსიტეტი), გვანცა კურტანიძე (თავისუფალი უნივერსიტეტი).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდნეტი თამარ ჩაფიძე კი დაჯილდოვდა 200 ლარით მისი ინოვაციური იდეისთვის.

გელა მღებრიშვილი, „კაპტო ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი - „კაპტო ჯგუფმა“ RSM-ის გლობალური მესიჯის „კავშირი წარმატებისთვის“ თანახმად გადაწყვიტა საკუთარი წვლილი შეეტანა ახალგაზრდა თაობაში  პროფესიონალიზმის და მეწარმეობის სულისკვეთების წახალისების მიზნით. მოხარული ვართ,  რომ „კაპტო ჯგუფის“ სასტიპენდიო პროექტი შედგა და ჩვენ გავიცანით ძალიან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა სტუდენტი მთელი საქართველოდან. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სასტიპენდიო პროექტი კიდევ ერთი მოტივატორი იქნება მათთვის გააგრძელონ თავისი პროფესიის წარმატებით დაუფლება და არ გაუნელდეთ მეწარმეობის სულისკვეთება”. 

 

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995 32 255 88 99
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი
კითხვები, კომენტარები ან
შეთავაზების მოთხოვნა.

მოგვწერეთ