RSM Georgia
ენები

ენები

RSM-ი ევროპული ბიზნეს დაჯილდოების ოფიციალური წარმდგენი და გენერალური სპონსორი გახდა

 

RSM, მსოფლიოში რიგით  მე-7 ყველაზე მსხვილი აუდიტორული კომპანიების ქსელი, „ევროპული ბიზნეს დაჯილდოების“ ოფიციალური წარმდგენი და გენერალური სპონსორი გახდა 2014 წლის აპრილის თვის ჩათვლით.  უკვე მე -6 წელია,  რაც RSM-ი ყველაზე პრესტიჟული ევროპული ბიზნეს დაჯილდოების  მხარდამჭერია, წელს კი კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით RSM ღონისძიების წამყავნი სპონსორი გახდა.

2007 წლიდან ევროპული ბიზნეს დაჯილდოება ყველაზე ინოვატორულ და წარმატებულ ევროპულ ბიზნესებს ავლენს. 2012/13 წლის ევროპულ ბიზნეს დაჯილდოებაში 15 000-მა ბიზნესმა მიიღო მონაწილეობა 28 ევროპული ქვეყნიდან. აღნიშნულ დაჯილდოებაში მონაწილეები სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით ფასდებიან: წარმატება, ინოვაცია და ეთიკა. დაჯილდოება 10 ძირითად კატეგორიაში ხდება, მათ შორის არის RSM-ის ჯილდო, რომელსაც გადასცემენ 2013 წლის საუკეთესო მეწარმეს ევროპის მასშტაბით.

2013/2014 წლის დაჯილდოებისთვის აპლიკაციების მიღება 2013 წლის 21 ივნისამდე გრძელდება, რომელთაგანაც  800 კანდიდატი კომპანია შეირჩევა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჟიურის წევრები 2014 წლის იანვრის თვეში შეიკრებებიან ქვეყნების მიხედვით გამარჯვებულთაგან საუკეთესოების გამოსავლენად და Ruban d’Honneur-ის ჯილდოს გადასაცემად თითოეულ კატეგორიაში.

კომპანიები, რომლებიც იქნებინა  Ruban d’Honneur-ის პრიზის ნომინანტები,  დაესწრებიან დაჯილდოების ფინალურ ცერემონიალს 2014 წლის თებერვალში/ მარტში,  სადაც ისინი ჟიურის წინაშე წარადგენენ საკუთარ კომპანიებს  და პირისპირ გაესაუბრებიან ჟიურის წევრებს. სწორედ ამ ეტაპის შემდეგ,  ჟიურის წევრები გამოავლენენ ძირითად 10 კატეგორიაში გამარჯვებულებს ევროპის მასშტაბით.

Ruban d’Honneur - ის პრიზის მფლობელებს პატივი ექნებათ ოფიციალურად გამოცხადენენ  გამარჯვებულებად დაჯილდოების ცერემონიალზე და  საზეიმო ვახშამზე, რომელიც 2014 წლის აპრილის თვეში გაიმართება.

ჯენ სტეფენსი, RSM -ის აღმასრულებელ დირექტორის კომენტარი:  „როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო  ქსელური კომპანია, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ  ბიზნესში ხარისხის სრულყოფილებას და წარმოვაჩინოთ მეწარმის უმნიშვნელოვანესი როლი თამამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში.  ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ  ევროპული ბიზნესს დაჯილდოების წამყვანი  სპონსორი და კორპორაციული ჩემპიონი. მიუხედავად რთული ეკონომიკური გარემოსი, ევროპა არის საკმაოდ ბევრი გასაოცარი და ინოვაციური  ბიზნესის სამშობლო და მეტად მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენ ვაღიაროთ მატი წარმატება და ვისწავლოთ მათი წარმატებისგან სხვათა შთაგონებისთვის.“
ადრიან ტრიპი,  ევროპული ბიზნეს საჯილდოების აღმასრულებელი დირექტორი:  „ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ RSM-ი გახდა ჩვენი გენერალური სპონსორი. მისი გლობალური ქსელის მეშვეობით, RSM -ის მიზანია მხარი დაუჭიროს მეწარმეებს დინამიური და წარმატებული ბიზნეს სტრატეგიების გასავითარებლად.  ეს ხედვა წარმატებით ერგება ევროპული ბიზნეს დაჯილდოების ამბიციებს , რომლის მიზანია შეიქმანს ინოვაციური და ეთიკური ბიზნეს პლატფორმა, სადაც ევროპის საუკეთესო  კომპანიები  ისწავლიან ერთმანეთისგან, გაუზიარებენ გამოცდილებას და სტიმულს მისცემენ ევროპის მომავალი ბიზნეს საზოგადოების ფორმირების დებატებს.   RSM - თან ერთად, ჩვენ გჯერა, რომ შევძლებთ დავეხმაროთ ჩვენს მონაწილეებს განივითარონ მომავლის ნათელი და თავდაჯერებული ხედვა.“

„კაპტო ჯგუფი,“ როგორც RSM-ის წვერი კომპანია საქართველოში, მოხარულია ჩართული იყოს დაჯილდოების პროგრამაში და მხარს უჭერს საქართველოს ბიზნეს კომპანიებს და კერძო პირებს მონაწიელეობა მიიღონ ყველაზე პრესტიჟულ ბიზნეს დაჯილდოების 2013/14 წლის 10 კატეგორიაში. 

 

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995 32 255 88 99
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი
კითხვები, კომენტარები ან
შეთავაზების მოთხოვნა.

მოგვწერეთ