RSM Georgia
ენები

ენები

RSM-ის წევრი კომპანია “კაპტო ჯგუფი“, საქართველოს ამერიკის სავაჭრო პალატაში გაწევრიანდა

გამოცემის თარიღი: 15 ივნისი, 2013

ამერიკის სავაჭრო პალატა 1998 წელს დაარსდა და წარმოადგენს ყველაზე უმსხვილეს საერთაშორისო ბიზნეს პალატას საქართველოში 150-ზე მეტი წევრით.  პალატის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ამერიკის და საქართველოს ურთიერთობებს და გააუმჯობესოს ბიზნეს გარემო საქართველოში.  ამ მიზნით, ამერიკის სავაჭრო პალატა მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფოსთან ბიზნესის სფეროში რეგულაციების დახვეწის მიმართულებით, ასევე, მაკავშირებელი რგოლია საქართველოსა და საერთაშორისო ინვესტორებს შორის და ახალისებს ბიზნეს სექტორისა და სახელმწიფო  კავშირებს.

თანამშრომლობა ხდება რამდენიმე გზით. რეგულარული შეხვედრების გზით პალატა ხელს უწყობს წევრი კომპანიების და  უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების, ამერიკის საელჩოს საქართველოში და წევრი კომპანიების ერთმანეთთან მუდმივ კავშირს. პალატის ონლაინ გამოცემა, investor.ge არის წამყვანი ბიზნეს ჟურნალი საქართველოში, რომელიც მუდმივად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ სიახლეებს, ცვლილებებს და პიროვნებებს ამ ცვლილებების უკან. წევრი კომპანიებისთვის და ზოგადად ბიზნეს სექტორისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამერიკის სავაჭრო პალატის კომიტეტების მუშაობა უზრუნველყოფს აღნიშნულ საკითხებზე შეხედულებების და მოსაზრებების შეგროვებას, კვლევის განხორციელებას და ლობისტურ სამუშაოს სამთავრობო დონეზე.   

სარა ვილიამსონი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი: „ამ წლის ივნისში გავხდი AMCHAM-ის  პრეზიდენტი და აღფრთოვანებული ვარ, რომ ესეთ საინტერესო დროს უნდა გავუძღვე დირექტორთა საბჭოს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, არსებითი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ისე, საქართველოს, როგორც ინვესტიციების დასაბანდებლად საუკეთესო ადგილის იმიჯის დამკვიდრებას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წავახალისოთ  როგორც საგარეო, ისე საშინაო ინვესტიციები საქართველოში, ასევე, საჭიროა მუშაობა ჩამოყალიბებული ბიზნესების ხელშესაწყობად. ჩემი მიზანია, ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ადვოკატირება გავუწიო ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების საჭიროებებს, წევრი კომპანიების და პალატის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“.

 
გიორგი კვინიკაძე, „კაპტო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი: „ჩვენთვის დიდი პატივია ამერიკის სავაჭრო პალატის წევრობა. „კაპტო ჯგუფი“, RSM-ის წევრი საქართველოში, დაინტერესებულია აქტიური მონაწილეობა მიიღოს ბიზნეს რეგულაციების  დახვეწის პროცესში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებთან ერთად. ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართული პალატის შესაბამისი კომიტეტების მუშაობაში, განსაკუთრებით კომერციული კანონმდებლობის და საგადასახადო, ასევე, ადამიანურ რესურსებთან ურთიერთობის კომიტეტებში. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი ჯგუფის მრავალწლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროებში და, ასევე, ჩვენ თანამშრომელთა პროფესიონალური  გუნდი დიდ წვლილს შეიტანს კომიტეტების სამუშაო ეფექტურობის გაზრდის კუთხით.“ 

 

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995 32 255 88 99
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი
კითხვები, კომენტარები ან
შეთავაზების მოთხოვნა.

მოგვწერეთ