RSM Georgia
ენები

ენები

კაპტო ჯგუფის ექსკლუზიური შეთავაზება საქართველოს ბანკის SOLO მომხმარებლებს

როგორც მოგეხსენებათ, თუ ფიზიკური პირის ოჯახის 2011 წლის ჯამური შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს ან/და საკუთრებაში, სარგებლობაში ან მფლობელობაში გააჩნია მიწის ნაკვეთი, ასევე ქირით, იჯარით, უზურფრუქტით და სხვა ამგვარი ფორმით ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული აქვს მიწის ნაკვეთი, იგი ვალდებულია ჩააბაროს ქონების გადასახადის დეკლარაცია არაუგვიანეს 2012
წლის 1 ნოემბრისა.

თუ გეკუთვნით აღნიშნული დეკლარაციის შევსება, მაგრამ ჯერ არ ჩაგიბარებიათ და ხართ საქართველოს ბანკის SOLO მომხმარებელი, შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ, აუდიტორულ კომპანიაკაპტო ჯგუფს. ჩვენ დაგიზოგავთ დროს და გაგიმარტივებთ დეკლარაციის ელექტრონულად შევსების პროცესს.

ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს, კაპტო ჯგუფი გთავაზობთ საგადასახადო დეკლარაციების შევსებას მინიმალური ტარიფებით:

  • 100,000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში, მხოლოდ 15 ლარი
  • 100,000 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში, მხოლოდ 20 ლარი

რამდენი ხანი გაგრძელდება აქცია?

2012 წლის 19 ოქტომბრიდან  1 ნოემბრის ჩათვლით.

სად შემიძლია ვისარგებლო აღნიშნული მომსახურებით?

კაპტო ჯგუფის სათაო ოფისი

ქ.თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 67

ტელ/ფაქსი: (995 32) 2 55 88 99; 2 95 11 02; 2 95 21 70.

კაპტო ჯგუფის ქუთაისის ოფისი

ქ. ქუთაისი,  ცისფერყანწელთა #5.   
ტელ: (995 431) 246834

კაპტო ჯგუფის ბათუმის ოფისი

ქ. ბათუმი, ჰეიდარ აბაშიძის ქ. 2     
ტელ: (995 422) 270866

სოლო ფილიალი 
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 62–ში.

რა დამატებითი საბუთები მჭირდება მომსახურებით სარგებლობისას?
ნებისმიერ ადგილას სერვისით სარგებლობისთვის, თან უნდა იქონიოთ:

  • პირადობის მოწმობა
  • შემოსავლების სამსახურის  პორტალის კოდი  < http://eservices.rs.ge>
    დეკლარაციის შევსებას გაადვილებს, თუკი გაეცნობით შემდეგ ბმულზე მითითებულ ანკეტას და თან იქონიებთ შევსებულ მონაცემებს.

    დამატებითი ინსტრუქციები  

  • თუ თქვენ წარდგენილი გაქვთ გასული წლის ანალოგიური დეკლარაცია შესაძლებელია წინა დეკლარაციის მონაცემების მიმდინარე წლის დეკლარაციაში ავტომატურად გადმოტანა. (იხილეთ: ვიდეო ინსტრუქცია) ამ შემთხვევაში ამ მონაცემების ანკეტაში გადატანა აუცილებელი არაა. შეავსეთ მხოლოდ ცვლილებები.  
  • იხილეთ ინსტრუქცია 
  • იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია (ჩამოტვირთულია RS.GE -დან)
  • იხილეთ დეტალური შეთავაზება

 

კაპტო ჯგუფი წარმოადგეს RSM-ის  წევრ კომპანიას საქართველოში და ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი აუდიტორული კომპანიაა. ხოლო RSM არის მსოფლიოში რეიტინგით რიგით მე-6 აუდიტორული ქსელი, 700 ოფისით 94 ქვეყანაში და 32 000-ზე მეტი თანამშრომლით.

 

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995 32 255 88 99
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი
კითხვები, კომენტარები ან
შეთავაზების მოთხოვნა.

მოგვწერეთ