RSM Georgia
ენები

ენები

„კაპტო ჯგუფი“ RSM-ში გაწევრიანების 1 წლის და კომპანიის 5 წლის იუბილეს აღნიშნავს''

გამოცემის თარიღი: 20 აპრილი, 2013

19 აპრილს, 19:00 საათზე, აუდიტორულმა კომპანია "კაპტო ჯგუფმა" Radisson Blu Iveria-ში გამართა ღონისძიება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საერთაშორისო აუდიტორულ ქსელ RSM-ში გაერთიანების 1 წლის და "კაპტო ჯგუფის" 5 წლისიუბილის აღსანიშნავად. RSM-ი წარმოდგენილია 100 ქვეყანაში, 700 ოფისით და 32 500-ზე მეტი თანამშრომლით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  ღონისძიებაზე RSM-მა, როგორც ევროპული ბიზნეს დაჯილდოვების წამყვანმა სპონსორმა და „კაპტო ჯგუფმა“, ასევე, გამართეს ყველაზე პრესტიჟული ევროპული ბიზნეს დაჯილდოების (European Business Awards)პრეზენტაცია.
ღონისძიებას უმასპინძლა RSM-ს წევრი კომპანია, „კაპტო ჯგუფის“ დირექტორმა ბ-ნ გიორგი კვინიკაძემ და საერთაშორისო დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა ავსტრიიდან ბ-ნ  სტეფან ვოლტერმა (Stefan Walter). წვეულებას ესწრებოდნენ წამყვანი ბიზნეს კომპანიების უმაღლესი რანგის მენეჯერები,  დამფუძნებლები და, ასევე, RSM-ის წარმომადგენლები სათაო ოფისიდან და წევრი კომპანიების ხელმძღვანელები ავსტრიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.
ქართული კომპანიების მხარდამჭერი და რეკომენდატორი ყველაზე პრესტიჟული ევროპული ბიზნეს დაჯილდოებისEuropean Business Awards-ში მონაწილეობის მისაღებად  სწორედ RSM-ის წევრი კომპანია “კაპტო ჯგუფი” იქნება. 2007 წლიდან ევროპული ბიზნეს დაჯილდოება ავლენს ყველაზე ინოვატორულ და წარმატებულ ევროპულ ბიზნესებს. 2012/13 წლის ევროპულ ბიზნეს დაჯილდოებაში 15 000-მა ბიზნესმა მიიღო მონაწილეობა 28 ევროპული ქვეყნიდან. აღნიშნულ დაჯილდოებაში მონაწილეები სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით ფასდებიან: წარმატება, ინოვაცია და ეთიკა. დაჯილდოება 10 ძირითად კატეგორიაში ხდება, მათ შორის არის RSM-ის ჯილდო, რომელსაც გადასცემენ 2013 წლის საუკეთესო მეწარმეს ევროპის მასშტაბით.
ღონისძიებამდე გაიმართა RSM-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური კონფერენცია, რომელსაც დაესწრენ RSM-ის სათაო ოფისის წარმომადგენლები და წევრი კომპანიები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995 32 255 88 99
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი
კითხვები, კომენტარები ან
შეთავაზების მოთხოვნა.

მოგვწერეთ