RSM Georgia
ენები

ენები

კაპტო ჯგუფი - RSM-ის წევრი

მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა აუდიტორულმა ქსელმა, RSM International-მა, შპს „კაპტო ჯგუფი" თავის წევრ კომპანიად აღიარა კავკასიის რეგიონში. აღნიშნული ქმედება RSM International-ის სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, განავითაროს მომსახურება კავკასიასა და მოსაზღვრე რეგიონებში. „კაპტო ჯგუფის" სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, ხოლო მისი ფილიალები განთავსებულია საქართველოს ცენტრალურ ქალაქებში.
კომპანია თავის კლიენტებს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, მისი მომსახურების ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს : საგადასახადო, აუდიტორული, იურიდიული, შეფასების სერვისები და საბუღალტრო მომსახურება.

შპს. „კაპტო ჯგუფის" პარტნიორი და დირექტორი გახლავთ ბ-ნ გიორგი კვინიკაძე, რომელსაც ფინანსისტად მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. „კაპტო ჯგუფის" დაარსებამდე იგი არა ერთ წამყვან პოზიციებზე მუშაობდა საბანკო, ენერგეტიკის და სამშენებლო სექტორში. 

RSM International-ის აღმასრულებელი დირექტორი (CEO), ჯინ სტეფენსი აღნიშნავს:
„საინტერესო მომენტი დადგა ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით საქართველოში, კერძოდ, ევროპა-აზიის სავაჭრო ურთიერთობის გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს ქმნის. მოხარული ვარ „კაპტო ჯგუფის" RSM International-ის ქსელში შემოსვლით და დარწმუნებული ვარ, რომ კომპანია სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი და საერთაშორისო სტატუსის კლიენტების მოთხოვნებს, რომელთაც სურთ ბიზნესის აქტივობა საქართველოში".

RSM International მსოფლიოს დამოუკიდებელი საბუღალტრო და საკონსულტაციო ფირმების მსოფლიო მასშტაბის ქსელია. ქსელის წლიური ბრუნვა - 3.9 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობით, RSM International-ს მსოფლის წამყვან საერთაშორისო საბუღალტრო კომპანიების ტოპ-ათეულში უმკვიდრებს ადგილს. 
RSM International-ის წევრ კომპანიებს საერთო სურვილები და ამბიციები გააჩნიათ, სერვისის მიწოდება ხდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხით, შიდა და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ კლიენტთა მოთხოვნების სრული დაცვით. RSM International ფირმების ფორუმის (Forum of Firms) წევრია. ფირმების ფორუმის თითოეული წევრის მიზანია დაიცვას ფინანსური და აუდიტორული სერვისების უმაღლესი სტანდარტები.

RSM International და მისი წევრი კომპანიები დამოუკიდებელ და ცალკე მდგომ იურიდიულ პირებს წარმოადგენენ. RSM International კოორდინაციას უწევს მისი წევრი კომპანიების მიერ მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებითა და მაღალი ხარისხის შენარჩუნებით.
RSM International კოორდინაციას უწევს მისი წევრი კომპანიების მიერ მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებითა და მაღალი ხარისხის შენარჩუნებით.

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995 32 255 88 99
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი
კითხვები, კომენტარები ან
შეთავაზების მოთხოვნა.

მოგვწერეთ