RSM Georgia
ენები

ენები

SAP გადაწყვეტილების დეველოპერი

 

არესემ საქართველო სოლუშენსი აცხადებს ვაკანსიას SAP გადაწყვეტილების დეველოპერის პოზიციაზე

კვალიფიკაცია: შეგირდი  (სტაჟიორი)

სამუშაო გამოცდილება: არ მოითხოვება

არესემ საქართველო სოლუშენსი (არესემ საქართველოს შვილობილი კომპანია) მსოფლიოში სიდიდით მეექვსე საერთაშორისო აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების წევრია. ის ახორციელებს მსოფლიო დონის პროგრამული უზრუნველყოფის კონსალტინგსა და იმპლემენტაციას დამკვეთ ორგანიზაციებში. კომპანია არის მსოფლიოს უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის SAP-ის ვერცხლის პარტნიორი და წარმატებით ახორციელებს გადაწყვეტილება SAP Business One-ის იმპლემენტაციას. კომპანიას მიღებული აქვს SAP-ის სწრაფი სტარტის ნომინაცია და ასევე, წინა წლების შედეგების საფუძველზე დაიმსახურა ჯილდო „ყველაზე მეტი ახალი კლიენტი“  რეგიონში. კომპანია იძენს უფრო და უფრო მეტ საერთაშორისო პარტნიორს და დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე გახდა ინდუსტრიული ექპერტი.

კომპანია უზრუნველყოფს შეგირდის მომზადებას გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.

პოზიციის მოვალეობები

(კვალიფიკაციის ეტაპობრივი ამაღლების პარალელურად)

კომპანიაში დეველოპერების ძირითადი ამოცანაა არსებულ პროგრამულ პროდუქტში იმ პროგრამული დამატებებისა და ცვლილებების განხორციელება, რომელთა საჭიროებაც აუცილებელი ხდება ბიზნეს გადაწყვეტილების დანერგვის პროცესში. ასევე, იგი ახორციელებს ინტეგრაციას სხვა სისტემებთან, პროგრამული პროდუქტის ლოკალიზაციის სამუშაოებს, სპეციალური Add-on-ების შემუშავებას და სხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება
  • საბუღალტრო ან/და ERP სისტემების უნარ-ჩვევები განიხილება უპირატესობად

განათლება

ვაკანსიაზე განიხილებიან მესამე და დამამთავრებელი კურსის აპლიკანტებიც.

  • სწავლების სფერო: ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები; კანდიდატს სასურველია აინტერესებდეს პროგრამირება ბიზნეს გადაწყვეტილებებში;
  • ენები: ქართული და ინგლისური. რუსული ენის ცოდნა განიხილება უპირატესობად.

ჩვენთან მუშაობის განმავლობაში შეხება გექნათ მოცემულ პროგრამულ ენებთან/უნარებთან:

  • C#
  • SQL
  • Java
  • Javascript
  • Windows და Linux სერვერებთან მუშაობა
  • SAP SDK

უნარები

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობა
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • პროაქტიური
  • პრობლემის სწრაფად იდენტიფიკაციის და პრიორიტეტიზაციის უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • სტრესულ და სწრაფადცვალებად გარემოში მუშაობის უნარი
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი

პოზიციის კარიერული ზრდის საფეხურები

მოსამზადებელი პერიოდი: შეგირდი დეველოპერი

  • უმცროსი დეველოპერი
  • უფროსი დეველოპერი
  • ექსპერტი ბიზნეს დეველოპერი
  • მიმართულების პარტნიორი

ჩვენ გთავაზობთ

  • მუდმივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • საინტერესო და მრავალმხრივ პროექტებზე მუშაობის გამოცდილების შესაძლებლობას
  • კვალიფიციურ გუნდთან მუშაობის შესაძებლობას
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს

შეგირდი ბიზნეს დეველოპერის სამუშაო პერიოდი კვალიფიკაციის ამაღლებამდე 2-3 თვე, თვიური ანაზღაურება შეთანხმებით.

შერჩევის ეტაპები:

  • გასაუბრება
  • პრეზენტაციის წარდგენა

აპლიკაციის მიღება და CV/რეზიუმეს გამოგზავნა ხორციელდება მხოლოდ ვებ-გვერდზე ონლაინ შევსება/ატვირთვის გზით.
იხილეთ აპლიკაციის ონლაინ ფორმა არესემ საქართველო სოლუშენსის ვებ-გვერდზე.

მიღებული აპლიკაციების პირველადი დამუშავება ხდება ავტომატიზირებული მეთოდით, ვაკანსიით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აპლიკაცია ავტომატურად იბლოკება შემდგომი განხილვისთვის. აუცილებელი მოთხოვნების გარდა სათანადო წესით სრულად შევსებული ინფორმაციული აპლიკაცია განიხილება უპირატესობად.

გისურვებთ წარმატებას!

P.S. არესემში მუდმივად ცხადდება ახალი ვაკანსიები. აპლიკაციის ონლაინ ფორმის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ და დატოვოთ თქვენი განაცხადი სხვა სასურველ პოზიციაზეც.

თანამშრომლობისა და სხვა კეთილი სურვილებით,
არესემის გუნდი

770_367_graduate2.jpg

#SAP Business One
#ERP

ინფორმაცია ოფისის შესახებ

არესემ საქართველო სოლუშენსი

ზ. ფალიაშვილის 85
0162  თბილისი, საქართველო
 
ოფისი +995 322 55 88 99 
გაყიდვები +995 599 025 025 | მხარდაჭერა +995 599 690 690
ვებ-გვერდი www.rsm.ge | www.sapbusinessone.ge