RSM Georgia
ენები

ენები

SAP Business One ბიზნეს კონსულტანტი

არესემ საქართველო სოლუშენსი აცხადებს ვაკანსიას SAP Business One-ის ბიზნეს კონსულტანტის პოზიციაზე

არესემ საქართველო სოლუშენსი (არესემ საქართველოს შვილობილი კომპანია) მსოფლიოში სიდიდით მეექვსე საერთაშორისო აუდიტორული, საგადასახადო და კონსალტინგური ფირმების წევრია. ის ახორციელებს მსოფლიო დონის პროგრამული უზრუნველყოფის კონსალტინგსა და იმპლემენტაციას დამკვეთ ორგანიზაციებში. კომპანია არის მსოფლიოს უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის SAP-ის ვერცხლის პარტნიორი და წარმატებით ახორციელებს გადაწყვეტილება SAP Business One-ის იმპლემენტაციას. კომპანიას მიღებული აქვს SAP-ის სწრაფი სტარტის ნომინაცია და ასევე, წინა წლების შედეგების საფუძველზე დაიმსახურა ჯილდო „ყველაზე მეტი ახალი კლიენტი“  რეგიონში. კომპანია იძენს უფრო და უფრო მეტ საერთაშორისო პარტნიორს და დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე გახდა ინდუსტრიული ექპერტი.

პოზიციის მოვალეობები

  • მონაწილეობა დამკვეთი ორგანიზაციის ბიზნეს საჭიროებების შესწავლისა და ანალიზის პროცესში
  • დამკვეთის მოთხოვნებისა და პროგრამული გადაწყვეტილების შესაბამისობაში მოყვანა
  • გადაწყვეტილებების კონსალტინგისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობა
  • დამკვეთი ორგანიზაციის საბოლოო მომხარებლების ტრენინგების ორგანიზებაში და ჩატარებაში მონაწილეობა
  • გადაწყვეტილების რეალური ექსპლუატაციის გრძელვადიანი მხარდაჭერის გაწევაში მონაწილეობა

განათლება

ბაკალავრის ხარისხი რომელიმე მოცემული სფეროდან: ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • MS office-ის ფლობა - Excel Advanced დონე
  • ERP სისტემებთან მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის ფლობა - B2 დონე

უნარები

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • პროაქტიული
  • პრობლემის სწრაფად იდენტიფიკაციის და პრიორიტეტიზაციის უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • საბუღალტრო და ERP სისტემების უნარ-ჩვევების ქონა განიხილება უპირატესობად

პოზიციის კარიერული ზრდის საფეხურები

მოსამზადებელი პერიოდი: სტაჟირება - 1 თვე

  • ბიზნეს კონსულტანტი
  • ბიზნეს ანალიტიკოსი
  • ექსპერტი ბიზნეს ანალიტიკოსი

ჩვენ გთავაზობთ

  • მუდმივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • საინტერესო და მრავალმხრივ პროექტებზე მუშაობის გამოცდილების შესაძლებლობას
  • კვალიფიციურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს

სამუშაო განაკვეთი

სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00).

შერჩევის ტაპები

  • გასაუბრება
  • პრეზენტაციის წარდგენა

ანაზღაურება შეთანხმებით, აპლიკანტის კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

აპლიკაციის მიღება და CV/რეზიუმეს გამოგზავნა ხორციელდება მხოლოდ ვებ-გვერდზე ონლაინ შევსება/ატვირთვის გზით:

აპლიკაციის შევსების ონლაინ ფორმა არესემ საქართველო სოლუშენსის ვებ-გვერდზე

სასურველია აპლიკაციის ბოლოს ატვირთოთ სამოტივაციო წერილი, სადაც ასევე წარმოადგენთ თქვენს გამოცდილებას, თუ რომელ ინდუსტრიებში გაქვთ ERP სისტემების დანერგვის გამოცდილება.

გისურვებთ წარმატებას!

თანამშრომლობისა და სხვა კეთილი სურვილებით,
არესემის გუნდი

770_367_graduate2.jpg

#SAP Business One
#ERP

ინფორმაცია ოფისის შესახებ

არესემ საქართველო სოლუშენსი

ზ. ფალიაშვილის 85
0162  თბილისი, საქართველო
 
ოფისი +995 322 55 88 99 
გაყიდვები +995 599 025 025 | მხარდაჭერა +995 599 690 690
ვებ-გვერდი www.rsm.ge | www.sapbusinessone.ge