RSM Georgia
ენები

ენები

ტერმინების განმარტებები

 

 

 

 

 

 

› ტერმინები (Terms)

აქ: ERP სისტემების შემუშავების, კონსალტინგისა და დანერგვის სფეროში გამოყენებული ტერმინოლოგია.

 

 

 

 

 

 

შეგირდი (Entry level employee)

პოზიცია განკუთვნილია მიზნობრივი სპეციალობის ახალდამთავრებული სტუდენტებისთვის და საკვალიფიკაციო მოთხოვნაში პროფესიული სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება. გამოუცდელი კანდიდატის კარიერის დაწყების პირველი საფეხური. კომპანია უზრუნველყოფს მის სწავლებას და რეალურ საქმიანობაში ჩართვას. შეგირდს მოეთხოვება შესაბამისი განათლება, ვაკანსიის შესაბამისი უნარ-ჩვევები და გრძელვადიანი თანამშრომლობის და კარიერული ზრდის მოტივაცია.

 

 

 

 

 

 

› ტერმინების განმარტებების გამოყენება (Use of terms' definition)

RSM-ის საიტისა და ვებ-ფორმების ტექსტებში გამოყენებული ტერმინების განმარტებების სანახავად დააწკაპეთ შესაბამის ფრაზას. ტერმინები ტექსტში გამოყოფილია ლურჯი ფერით. განმარტებისთვის იხსნება ცალკე pop-up ფანჯარა, ისე რომ გახსნილი მიმდინარე ვებ-გვერდი უცვლელად რჩება თქვენს ეკრანზე. თუ თქვენს ბრაუზერში pop-up ფანჯრის ფუნქცია დაბლოკილია, განბლოკვის ინსტრუქცია იხილეთ შესაბამისი ბრაუზერის მიხედვით (მომდევნო ბმულები გარე ვებ-გვერდებზეა): Chrome, Firefox,SafariInternet Explorer, Microsoft Edge.

 

 

 

 

 

 

› სუპერ მომხმარებელი (Super user)

ERP სისტემის სპეციფიკური საბოლოო მომხმარებელი, რომელიც საწყისი ეტაპიდანვე მონაწილეობს ERP სისტემის დანერგვაში და აგროვებს კომპეტენციას. სუპერ მოხმარებელი გაივლის SAP Business One-ის ტრენინგების სრულ კურსს, მათ შორის სისტემის ადმინისტრირების სპეციალურ კურსს. დამნერგავ ორგანიზაციას აწვდის პროექტისთვის საჭირო მასალებს და ინფორმაციებს (იხ. საჭირო მასალები და ინფორმაციები დამკვეთი ორგანიზაციის მხრიდან), მონაწილეობს განხილვებში და საპროექტო დოკუმენტების დამტკიცებაში. დამკვეთი ორგანიზაციის სუპერ მომხმარებელმა ან სუპერ მოხმარებელთა გუნდმა თავისი კომპეტენციით მთლიანად უნდა დაფაროს დასანერგი მოდულების (როგორც საბაზო, ისე დამატებითი), ასევე დამკვეთი ორგანიზაციის შესაბამისი ბინზეს პროცესების სრული ნაკრები. პროექტის შემდგომ გრძელვადიანი მხარდაჭერის ეტაპზე ახორციელებს სისტემის ადმინისტრირებას, ასევე სხვა საბოლოო მომხმარებლების პირველი დონის მხარდაჭერას, ხოლო მეორე დონის მხარდაჭერისთვის მიმართავს დამნერგავ ორგანიზაციას.

 

 

 

 

 

 

SAP Business One-ის start-up პაკეტი

SAP Business One-ის ლიცენზია შეღავათიან ფასში მაქსიმუმ 5 მომხმარებლის შემთხვევაში. Start-up პაკეტის თითოეული ლიცენზია ტოლფასია SAP Business One-ის პროფესიონალი ლიცენზიის (მცირეოდენი შეზღუდვებით).

 

 

 

 

 

 

› გრძელვადიანი მხარდაჭერა (Long-term support)

აუცილებელი სერვისი, რომლითაც სარგებლოს დამკვეთი ორგანიზაცია SAP Business One-ის დანერგვის შემდგომ დროში შეუზღუდავად. გრძელვადიან მხარდაჭერაში შედის ERP სისტემის მუდმივად განახლებადი ვერსიების ინსტალაცია დამნერგავი ორგანიზაციის მიერ, დამნერგავი ორგანიზაციის საკონსულტაციო ხაზი, მხარდაჭერა მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებაში და შესაძლო პრობლემატური სიტუაციების გადაჭრაში.
იხ. აგრეთვე: პირველი დონის მხარდაჭერა; მეორე დონის მხარდაჭერა; მესამე დონის მხარდაჭერა.

 

 

 

 

 

 

› პირველი დონის მხარდაჭერა (First level support)

საბოლოო მოხმარებლებისთვის მხარდაჭერის გაწევა დამკვეთი ორგანიზაციის ადგილობრივი კვალიფიციური კადრების მეშვეობით (ე.წ. სუპერ მომხმარებლების მიერ).

 

 

 

 

 

 

› საბოლოო მომხმარებელი (End user)

ERP სისტემაში მომუშავე მომხმარებელი, მათ შორის სუპერ მომხმარებელი.

 

 

 

 

 

 

› დამკვეთი ორგანიზაცია (End customer)

ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი ბიზნეს პროცესების ეფექტური და ეფექტიანი აღრიცხვისა და მართვის მიზნით ნერგავს ან უკვე იყენებს ERP სისტემას.

 

 

 

 

 

 

› ERP სისტემის ადმინისტრირება (ERP system's administration)

ERP სისტემის სააღრიცხვო პარამეტრების საწყისი აწყობა და მაში შემდგომი ცვლილებების განხორციელება; მომხმარებლების უფლებების დანიშვნა; საბოლოო მომხმარებლების პირველი დონის მხარდაჭერა და სხვა.

 

 

 

 

 

 

› საპროექტო დოკუმენტები (Project deliverables)

ERP სისტემის დანერგვის მეთოდოლოგიის შესაბამისად შემუშავებული და დანერგვის პროცესში დამნერგავი და დამკვეთი ორგანიზაციების მიერ გამოყენებული დოკუმენტები. მაგალითად: პროექტის მართვის წესდება; Gap ანალიზი; Business Blueprint; ტესტირების სცენარი; საწყისი მონაცემების შაბლონი და სხვა. 

 

 

 

 

 

 

› დანერგვის მეთოდოლოგია (Implementation methodology)

SAP-ის მიერ სპეციალურად SAP Business One-ისთვის შემუშავებული სწრაფი დანერგვის მეთოდოლოგია AIP - Accelerated Implementation Program (ყურადღბა! ლინკზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ დამკვეთი ორგანიზაციებისთვის), რომელითაც ხელმძღვანელობს დანერგვის პროცესში როგორც დამნერგავი, ასევე დამკვეთი ორგანიზაცია.

 

 

 

 

 

 

› დანერგვა (Implementation)

სამუშაოების კომპლექსი, რომლის მიზანია დამკვეთ ორგანიზაციაში ახალი ERP სისტემის რეალურ ექსპლუატაციაში შესვლა. მოიცავს: ბიზნეს საკონსულტაციო სამუშაოებს, მომხმარებლების ტრენინგებს, საჭიროების შემთხვევაში დამატებით დეველოპმენტს და სხვა.

 

 

 

 

 

 

› პროექტი (Project)

ERP სისტემის დანერგვის სამუშაოების სისტემური განხორციელება დაგეგმილ ვადებში და საზღვრებში, წინასწარ განსაზღვრული რესურსებითა და ბიუჯეტით.

 

 

 

 

 

 

› პროექტის საზღვრები (Project scope)

პრესელინგის, წინასაპროექტო სამუშაოების, GAP ანალიზის ან/და ბიზნეს ბლუპრინტის მომზადების ეტაპზე დადგენილი ფუნქციონალური ჩარჩოები, რის ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს ERP სისტემის დანერგვა და რეალურ ექპლუატაციაში შესვლა.

 

 

 

 

 

 

› დამნერგავი ორგანიზაცია (Certified partner)

SAP Business One-ის დანერგვა ხორციელდება მხოლოდ SAP-ის სერტიფიცირებული რეგიონალური პარტნიორის მიერ. SAP-ის რეგიონალური პოლიტიკის შესაბამისად საქართველოში დანერგვის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს და უკრაინის პარტნიორებს (უპირატესობა ენიჭება ადგილობრივ, ქართველ პარტნიორს), რომელთაც გავლილი აქვთ სპეცაილური ტრენინგები და სერტიფიცირება პროდუქტში SAP Business One.
შენიშვნა: არესემ საქართველო სოლუშენსი არის SAP Business One-ის პირველი სერტიფიცირებული კომპანია და SAP-ის ვერცხლის პარტნიორი საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი პროფილი SAP-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე. 

 

 

 

 

 

 

› გამანაწილებელი ცენტრი (Distribution center)

ტერიტორია, სადაც ხდება სხვადასხვა დანიშნულებით გასაგზავნი ტვირთის ერთიანად მიღება, განაწილება და საბოლოო დანიშნულების ადგილზე დამოუკიდებლად, ცალკეული მიწოდება.

 

 

 

 

 

 

› Microsoft SQL

კომპანია Microsoft-ის მაღალი წარმადობის მონაცემთა ბაზა. ფართოდ გამოიყენება როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში. ლიცენზიების შეძენა შესაძლებელია RSM-ში SAP Business One-ის პაკეტის პირველად შესყიდვასთან ერთად. დამკვეთ ორგანიზაციას ასევე შეუძლია გამოიყენოს Microsoft SQL-ის უკვე არსებული ლიცენზიები ასეთის არსებობის შემთხვევაში ან შეიძინოს Microsoft-ის სხვა პარტნიორებთან.

 

 

 

 

 

 

› SAP HANA

SAP-ის ულტრათანამედროვე პლატფორმა და მონაცემთა ბაზა. აგებულია In-Memory ტექნოლოგიაზე (In Memory Database ) და უზრუნველყოფს ანალიტიკას რეალურ დროში (Real-Time Analytics).
SAP HANA-ს ლიცენზიების შეძენა ხორციელდება ჩვენთან.
SAP HANA-ს გამოყენებისთვის მოითხოვება სერტიფიცირებული სერვერული აპარატურა (ჩამონათვალი იხილეთ აქ). შესაძლებელია მისი ინსტალაცია როგორც დამკვეთი ორგანიზაციის ოფისში გამოყოფილ სერვერზე (მეთოდი on-premise), ასევე ღრუბელში (მეთოდი on cloud).

 

 

 

 

 

 

› ღრუბელი (Cloud)

სერვერი და სხვა ინფრასტუქტურა (უწყვეტი კვების წყარო, რეზერვირების სისტემა, ჩქარი ინტერნეტ კავშირი გარე რესურსებთან და სხვა),  რომლებიც განთავსებულია დამკვეთი ორგანიზაციის ოფისის გარეთ, სპეციალიზირებული ჰოსტინგ კომპანიის ტერიტორიაზე.  RSM რეკომენდაციას უწევს და ეხმარება დამკვეთ ორგანიზაციებს მათი  ინდივიდუალური სპეციფიკიდან გამომდინარე ღრუბლის მომწოდებელი საიმედო პარტნიორის შერჩევაში.

 

 

 

 

 

 

› მეთოდი on-premise

SAP Business One დაინსტალირებულია ლოკალურად დამკვეთი ორგანიზაციის ტერიტორიაზე განთავსებულ სერვერზე და გამოიყენებს ამავე ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას (უწყვეტი კვების წყარო,  კავშირი ინტერნეტთან, რეზერვირების სისტემა და სხვა). საბოლოო მომხმარებლებისთვის ERP სისტემაზე წვდომა შესაძლებელია ძირითადად მხოლოდ დამკვეთი ორგანიზაციის ოფისიდან ან/და მისი სხვა ობიექტებიდან.

 

 

 

 

 

 

› მეთოდი on cloud

SAP Business One დაინსტალირებულია ღრუბელში განთავსებულ სერვერზე და დამკვეთი ორგანიზაციის საბოოო მოხმარებლებს ERP სისტემასთან წვდომა აქვთ როგორც ოფისიდან, ასევე პოტენციურად ნებისმიერი სხვა ადგილიდან.

 

 

 

 

 

 

› SAP Business One-ის პაკეტის პირველადი შესყიდვა (Initial purchase)

SAP Business One-ის ლიცენზიების პირველად შესყიდვა RSM-ში. დამკვეთ ორგანიზაციას შემდგომში ნებისმიერ დროს შეუძლია შეიძინოს დამატებითი ლიცენზიები ან/და გადაცვალოს ლიცენზიის ერთი ტიპი მეორეში (მაგ. ლიმიტირებული ლიცენზიის განახლება პროფესიონალი ლიცენზიით). შენიშვნა: რაოდენობრივი ფასდაკლება მოქმედებს ლიცენზიების ერთჯერადად შესყიდულ პაკეტზე.

 

 

 

 

 

 

› SAP Business One-ის პროფესიონალი ლიცენზია (SAP Business One - Professional licence)

SAP Business One-ის ძირითადი ლიცენზია, რომლის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია სრული ფუნქციონალობა. შენიშვნა: პროფესიონალი ლიცენზიის მომხმარებელს შეიძლება დამატებით დაენიშნოს წვდომის უფლებების შეზღუდვა და გამარტივებული ინტერფეისი.

 

 

 

 

 

 

› SAP Business One ლიმიტირებული ლიცენზია (SAP Business One - Limited licence)

SAP Business One-ის ძირითადი ლიცენზია, რომლის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია შეზღუდული ფუნქციონალური ნაკრები მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე (მაგ. ხელმისაწვდომია მარტო ფინანსები, ან ლოგისტიკა (გაყიდვა, შესყიდვა, მარაგები), ან CRM). შენიშვნა: ლიმიტირებული ლიცენზიის მომხმარებელს შეიძლება დამატებით დაენიშნოს წვდომის უფლებების შეზღუდვა და გამარტივებული ინტერფეისი.

 

 

 

 

 

 

› რაოდენობრივი ფასდაკლება (Volume discount)

ფასდაკლება SAP Business One-ის ერთჯერადად შესყიდულ ლიცენზიების რაოდენობაზე.

 

 

 

 

 

 

› საწყისი მონაცემები (Initial data)

საცნობარო მონაცემები, რომლის ERP სისტემის მონაცემთა ბაზაში შეყვანა/იმპორტი ხორციელდება SAP Business One-ში რეალური ექსპლუატაციის დაწყებამდე. მაგალითად: ინფორმაცია ბიზნეს პარტნიორებზე, აითემების დასახლებები, საწყობის ნაშთები, ძირითადი საშუალებები, დავალიანებები და ვალდებულები, ანგარიშთა გეგმის ანგარიშების საწყისი ნაშთები და სხვა.

 

 

 

 

 

 

› ტრანზაქციების/ოპერაციების ისტორია (Transaction history)

გასული პერიოდის ტრანზაქციები/ოპერაციები, რომელიც დაფიქსირებულია ძველ და ჩასანაცვლებელ სააღრიცხვო სისტემაში.

 

 

 

 

 

 

› რეალურ ექსპლუატაციაში შესვლა (Go live)

თარიღი, როდესაც შეწყდება არსებული და ჩასანაცვლებელი სააღრიცხვო სისტემის ფუნქციონირება და საბოლოო მომხმარებლები დაიწყებენ SAP Business One-ში მუშაობას. რეალურ ექსპლუატაციაში შესვლა ხორციელდება ძირითადად ან წლის დასაწყისში, ან ნახევარი წლის/კვარტლის/ნებისმიერი თვის დასაწყისში.

 

 

 

 

 

 

› ბაზის საწყისი შევსება მხოლოდ საწყისი მონაცემების შეყვანის გზით

ERP სისტემის მონაცემთა ბაზის საწყისი შევსებისას (რეალურ ექსპლუატაციაში შესვლამდე) ხორციელდება მხოლოდ საწყისი მონაცემების შეყვანა/იმპორტი. არ ხორციელდება გასული პერიოდის ტრანზაქციების/ოპერაციების (ე.წ. "ისტორიის") შეყვანა.

 

 

 

 

 

 

› ბაზის საწყისი შევსება საწყისი მონაცემების და ისტორიის შეყვანის გზით

ERP სისტემის მონაცემთა ბაზის საწყისი შევსება (რეალურ ექსპლუატაციაში შესვლამდე) ხორციელდება გასული პერიოდის დასაწყისისთვის არსებული საწყისი მონაცემებით. დამატებით ხორციელდება ამ თარიღიდან მიმდინარე თარიღამდე განხორციელებული ტრანზაქციების/ოპერაციების (ე.წ. "ისტორიის") SAP Business One-ში შეყვანა/იმპორტი. აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი მოითხოვს მნიშვნელოვან ძალისხმევასა და დამატებით სამუშაოებს როგორც დამკვეთი, ასევე დამნერგავი ორგანიზაციის მხრიდან.

 

 

 

 

 

 

› დესკტოპ აპლიკაცია (Desktop application)

მომხმარებლის პერსონალურ კომპიუტერზე დაინსტალირებული აპლიკაცია.

 

 

 

 

 

 

› ვებ წვდომა (Web access)

ERP სისტემასთან წვდომა ინტერნეტ ბრაუზერის გამოყენებით.

 

 

 

 

 

 

› ტერმინალური დაკავშირება (Terminal connection)

საბოლოო მომხმარებლები მუშაობენ ერთ ცენტრალურ სერვერზე (მხარდაჭერილია ორივე მეთოდი: on-premise, on cloud) ტექნოლოგიით Microsoft Remote Desktop Protocol (RDP).

 

 

 

 

 

 

› მობილური აპლიკაცია (Mobile application)

SAP Business One-ში მუშაობა მობილურ მოწყობილობაზე დაინსტალირებული აპლიკაციის მეშვეობით.
მობილური აპლიკაციის ლიცენზია უფასოა SAP Business One-ის დესკტოპ აპლიკაციის მომხმარებლებისთვის.

 

 

 

 

 

 

› SAP Business One-ის საბაზო მოდულები (SAP Business One base modules)

ERP სისტემის გარკვეული ფუნქციონალური შესაძლებლობების ერთობლიობა (მაგალითად: გაყიდვების მოდული, წარმოების მოდული და სხვა). SAP Business One-ის შეძენისას სტანდარტულ ფუნქციონალში შედის ყველა საბაზო მოდული. დანერგვის პროექტში დასანერგი მოდულების რაოდენობა განსაზღვრავს პროექტის კომპლექსურობას და საკონსულტაციო სამუშაოების მოცულობას. დანერგვის შემდგომ თქვენთვის ხელმისაწვდომი მოდულები შეზღუდული არ არის და ეტაპობრივად შეიძლება მათი ფუნქციონალის გამოყენება. იხ. აგრეთვე დამატებითი მოდულები.

 

 

 

 

 

 

› SAP Business One-ის დამატებითი მოდულები (SAP Business One Add-ons)

SAP Business One-ის დამატებითი ფუნქციონალობა, რომლის შემუშავება და მუდმივად განვითარება ხდება როგორც თავად SAP-ის, ასევე მისი ოფიციალური სერტიფიცირებული პარტნიორის მიერ. ამჟამად არსებობს 400-ზე მეტი დამატებითი მოდული (ე.წ. add-on-ი) სხვადასხვა ჰორიზონტალური და ვერტიკალური დარგისთვის (მაგ. სამედიცინო სფერო, მშენებლობა, დაზღვევა, HoReCa და სხვა). დამატებითი მოდულის შეძენა ხორციელდება SAP Business One-ის ლიცენზიების შეძენისგან დამოუკიდებლად და მისი დანერგვა დამატებით სამუშაოდ განიხილება. 

 

 

 

 

 

 

› მონაცემთა ბაზა (Data Base)

განმარტება იხილეთ მალე!

 

 

 

 

 

 

› ჰოსტინგ კომპანია (Hosting company)

განმარტება იხილეთ მალე!

 

 

 

 

 

 

› პლატფორმა (Platform)

განმარტება იხილეთ მალე!

 

 

 

 

 

 

› მეორე დონის მხარდაჭერა (Second level  support)

დამნერგავი ორგანიზაციის მიერ დამკვეთი ორგანიზაციის სუპერ მომხმარებლებისთვის საკონსულტაციო მხარდაჭერის და შესაძლო პრობლემატური სიტუაციების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა.

 

 

 

 

 

 

› მესამე დონის მხარდაჭერა (Third level support)

დამკვეთი ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე დამნერგავი ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერის სერვისის მიღება უშაულოდ SAP-ისგან.

 

 

 

 

 

 

› დამკვეთი ორგანიზაციის მასალები და ინფორმაციები

განმარტება იხილეთ მალე!

 

 

 

 

 

 

› მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება (Data base administration)

განმარტება იხილეთ მალე!

 

 

 

 

 

 

› In-Memory ტექნოლოგია (In-memory technology)

განმარტება იხილეთ მალე!

 

 

 

 

 

 

› ანალიტიკა რეალურ დროში (Real-time analytics)

განმარტება იხილეთ მალე!

 

 

 

 

 

 

› სააღრიცხვო პარამეტრები (Initial settings)

განმარტება იხილეთ მალე!

 

 

 

 

 

 

› დეველოპმენტი (Development)

განმარტება იხილეთ მალე!

 

 

 

 

 

 

› კონსალტინგი (Consulting)

განმარტება იხილეთ მალე!

 

 

 

 

 

 

› GAP ანალიზი (GAP analyse)

განმარტება იხილეთ მალე!

 

 

 

 

 

 

› წინასაპროექტო მოკვლევა (Pre-project inquiry)

განმარტება იხილეთ მალე!

 

 

 

 

 

 

› პრესელინგი (Pre-selling)

დამნერგავი ორგანიზაციის და პოტენციური დამკვეთის ურთიერთობის პროცესი ERP სისტემის შერჩევის, მისი ლიცენზიების შეძენის და შემდგომი დანერგვის მიზნით. როგორც წესი ურთიერთობის აღნიშნული ეტაპი (გონივრული ვადების ფარგლებში) ხორციელდება დამატებითი ანაზღაურების გარეშე. SAP Business One-ის დანერგვის ეტაპი დიდწილად ეყრდნობა პრესელინგის დროს მიღებულ ინფორმაციას, რაც აღნიშნულ ურთიერთობის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

 

 

 

 

 

 

› ბიზნეს ბლუპრინტი (Business blueprint)

განმარტება იხილეთ მალე!

 

 

 

 

 

 

› მომზადების ეტაპი (Project preparation)

განმარტება იხილეთ მალე!

 

 

 

 

 

 

› რეალიზაციის ეტაპი (Project realization)

განმარტება იხილეთ მალე!

 

 

 

 

 

 

› ექსპლუატაციისთვის მომზადების ეტაპი (Final preparation)

განმარტება იხილეთ მალე!

 

 

 

 

 

 

› რეალურ ექსპლუატაციაში შესვლა და მხარდაჭერა (Go live and support)

განმარტება იხილეთ მალე!

 

 

 

 

 

 

› ERP სისტემა (ERP System)

განმარტება იხილეთ მალე!

 

 

 

 

 

 

მომხმარებლის ინტერფეისის ენა (User interface language)

SAP Business One-ის მენიუს, აპლიკაციის ვიზუალური ფორმების, შეტყობინებების, საბეჭდი ფორმების, ანგარიშგებების ენა. სრულად მხარდაჭერილია 27 + ქართული ენა. ყოველ საბოლოო მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ინტერფეისის ენა.

იხ. აგრეთვე: მონაცემთა ბაზის ენა

შენიშვნა1: ქართული ენა რეალიზებულია Unicode-ის თანამედროვე სტანდარტის გამოყენებით.
შენიშვნა2: ამ ეტაპზე დახმარება (help) ქართულ ენაზე არ არის ხელმისაწვდომი. რეკომენდირებულია ამ მიზნით ინგლისური ენის გამოყენება.

 

 

 

 

 

 

მონაცემთა ბაზის ენა (Data base language)

ERP სისტემაში არსებული და ახალი მონაცემების ენა - მაგალითად: ბიზნეს პარტნიორების დასახელება, მარაგების დასახელება და სხვა. SAP Business One-ში მხარდაჭერილია ერთ ველი შეიცავდეს მონაცემებს რამდენიმე ენაზე. მონაცემთა ბაზის ენების რაოდენობა შეუზღუდავია და დამკვეთი ორგანიზაცია თავად განსაზღვრავს მისთვის საჭირო ენებს.
იხ. აგრეთვე; მომხმარებლის ინტერფეისის ენა

 

 

 

 

 

 

მოდელი: ასწავლე-რომ-ასწავლოს (Train-the-trainer model)

დამნერგავი ორგანიზაციის სპეციალისტები ასწავლიან დამკვეთი ორგანიზაციის საბოლოო მომხმარებლების გამოყოფილ ჯგუფს, რომლებიც თავის მიღებულ ცოდნას გადასცემენ დამკვეთი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს სემინარების, ვორკშოპების ან/და ერთობლივი პრაქტიკული საქმიანობის გზით.

 

 

 

 

 

 

› წვდომის უფლებები (General authorisation)

საბოლოო მომხმარებლის მიერ SAP Business One-ის მენიუს პუნქტებზე, მოდულებზე, საცნობარო მონაცემების ჩანაწერებზე და  ტრანზაქციის ტიპებზე წვდომის (დათვალიერების, დამატების ან/და ცვლილების) უფლებების ჩამონათვალი.

 

 

 

 

 

 

საცნობარო მონაცემები (Master Data)

დროში პირობითად მუდმივი ჩანაწერების (მაგ.: ბიზნეს პარტნიორების (Business Partners), აითემების (Items), თანამშრომლების (Employees) და სხვა) ერთობლიობა, რომლებზეც სრულდება სხვადასხვა ტიპის ოპერაციები/ტრანზაქციები (მაგ.: გადახდები, რეალიზაციები, წარმოება და სხვა).