RSM Georgia
ენები

ენები

ERP კონსალტინგი, დანერგვა და მხარდაჭერა

RSM საქართველო სოლუშენსი უზრუნველყოფს ERP გადაწყვეტილებების კონსტალტინგს, იმპლემენტაციასა და გრძელვადიან მხარდაჭერას. კომპანია ფოკუსირებულია წარმოების, საცალო გაყიდვების, B2B სერვისის, სასტუმრო-სარესტორნო ინდუსტრიებსა და მათ სხვა ვიწრო მიმართულებებზე.  რაც მთავარია, RSM წარმოადგენს  მსოფლიო კლასის გადაწყვეტილებების პარტნიორს, როგორებიცაა SAP და Oracle, ამასთან ერთად უზრუნველყოფს მათი სისტემების ლოკალიზაციის პაკეტს.

გთავაზობთ ERP სისტემის დანერგვის სრულ ციკლს:

  • ბიზნეს პროცესების შესწავლა და Gap ანალიზი

  • Blueprint-ის მომზადება

  • ERP სისტემის ინსტალაცია და სამუშაო ადგილების გამართვა

  • მომხმარებლების ტრეინინგები

  • საწყისი მონაცემების ელექტრონული მიგრაცია

  • რეალურ ექსპლუატაციაში გაშვება და მხარდაჭერა

 

  • ჩვენს სერტიფიცირებულ ბიზნეს კონსულტანტებს და დეველოპერებს გააჩნიათ სპეციალური ექსპერტიზა და მზად არიან განახორციელონ დამატებითი დეველოპმენტი თქვენი კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე

  • ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმპლემენტირებული ERP სისტემის ყველა საბოლოო მომხმარებლის ტრენინგებს და თანამშრომელთა მომზადების პროცესს

პროექტის ღირებულების დაანგარიშების კითხვარი

იმისათვის რომ დაგეხმაროთ პროექტის დაანგარიშებისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდებაში, ჩვენ თქვენთვის სპეციალურად შევქმენით კითხვარი. შევეცადეთ არ გადაგვეტვირთა იგი და მხოლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანი საკითხები შევიყვანეთ მასში.

IG Development Georgia-ში SAP Business One-ის იმპლემენტაციის პროექტი წარმატებით განხორციელდა

სითი მოლების მმართველ კომპანიაში - აიჯი დეველოფმენტ საქართველოში SAP Business One-ის იმპლემენტაცია RSM საქართველო სოლუშენსმა განახორციელა. #1 ERP გადაწყვეტილება კომპანიისთვის უზრუნველყოფს ავტომატიზირებულ საოპერაციო საქმიანობას და მოქნილ, ბიზნეს პროცესების შესაბამის რეპორტინგის სისტემას.

ახალი ჯილდო SAP-ისგან!

2017 წლის მიღწევების საფუძველზე, RSM Georgia Solutions-მა პირადად SAP-ის წარმომადგენლებისგან მიიღო ჯილდო, ნომინაციით ყველაზე მეტი ახალი კლიენტი საქართველოს, უკრაინისა და დსთ-ს რეგიონში. გასული წლის განმავლობაში, RSM Georgia Solutions-მა SAP გადაწყვეტილება მოარგო არაერთ ინდუსტრიას, ის სრულად ლოკალიზებული და მორგებულია ქართული კომპანიების მოთხოვნებს.

SAP Business One 9.3-ში გაუმჯობესდა მონაცემთა შეყვანა!

ექსელის გამოყენებით პროგრამაში შეიმპორტდება საბუღალტრო გატარებები, საწყისი ნაშთები, სხვადასხვა საცნობარო ბარათები, კატალოგები და სხვ. ეს ყველაფერი კი გვეხმარება ჩავხსნათ ძველი სისტემა და დროულად დავიწყოთ გამართული მუშაობა SAP Business One-ში.  

სიახლე SAP Business One 9.3-ში

SAP-ის მიერ შემუშავებული SAP Business One-ის 9.3 ვერსია! სექტემბრიდან ავტომატური განახლება ხელმისაწვდომი იქნება RSM-ის ყველა არსებული დამკევთისათვის, ხოლო ახალი დამკვეთები აღნიშნული ვერსიიდან დაიწყებენ მუშაობას. SAP Business One-ის 9.3 ვერსიაში მნიშვნელოვნად განვითარდა შემდგომი ფუნქციონალი:

გაიცანით მსოფლიო კლასის ბიზნეს გადაწყვეტილება - SAP Business One

RSM-ის მიერ ქართულად ლოკალიზებული SAP Business One-ის ლენდინგ გვერდი.
SAP Business One - სწრაფი სტარტის სერტიფიკატი

სწრაფი სტარტის სერტიფიკატი SAP-ისგან

RSM Georgia Solutions-ი 2016 წლის შედეგების საფუძველზე SAP-ისგან სპეციალური სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

RSM-ის წარმატების ისტორია SAP-ისგან

RSM Georgia Solutions-ის მიერ წარმატებით დასრულებულ პროექტზე SAP-მა ოფიციალური წარმატების ისტორია გააშუქა.

SAP Business One-ის პრეზენტაცია სასტუმრო Biltmore-ში

RSM Georgia Solutions-ის ორგანიზებით საქართველოში პირველად SAP Business One-ის პრეზენტაცია ჩატარდა. პრეზენტაცია განკუთვნილი იყო ფართო აუდიტორიისათვის და მას ასევე ესწრებოდნენ SAP-ის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები.

გადაწყვეტილებები თქვენი თავდაჯერებული წინსვლისთვის

RSM-ი წარმოადგენს აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ექსპერტების ძლიერ ქსელს  ოფისებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  როგორც ერთიანი გუნდი, ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ უნარებს, ახალ მიგნებებს, რესურსებსა და კლიენტზე ცენტრირებულ მიდგომებს, რომლებიც თქვენი ბიზნესის ზუსტ და სიღრმისეულ გაგებას ეფუძნება.

RSM Capto ახდენს რებრენდინგს და ხდება RSM-ი

დღეს, 26 ოქტომბერს, RSM international-ი, რეიტინგით რიგით მეშვიდე გლობალური აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ქსელური კომპანია, ახდენს რებრენდინგს და ერთიანდება RSM-ის ბრენდის ქვეშ, რის საფუძველზეც RSM International-ის წარმომადგენლობა საქართველოში, RSM Capto, იცვლის სახელწოდებას და ხდება RSM-ი.

RSM International-ი იერთებს Baker Tilly-ს დიდ ბრიტანეთში

ჯინ სტეფანსის, RSM International-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის 16 აპრილის განცხადებით, RSM International-ი, დამოუკიდებელი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელური კომპანია კიდევ უფრო აფართოებს თავის ქსელს Baker Tilly-ის დიდი ბრიტანეთის ოფისების შემოერთებით. ახალი წევრის დამატება იძლევა ახალ შესაძლებლობებს.